კესტუტის ბუდრისი - ბელარუსი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლას ცდილობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ბელარუსი საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე კონსულტაციებს ითხოვს, რადგან ეს მინსკს საერთაშორისო პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლისკენ გზას გაუხსნის.

„პირველი ამოცანაა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლა ბელარუსისა და რუსეთის მიმართ - საერთაშორისო იზოლაციისა და რეჟიმთან მოლაპარაკებებზე უარის თქმის პოლიტიკის ცვლილება“, - აღნიშნა ბუდრისმა.

მისი განმარტებით, ევროკავშირი ამ პოლიტიკას ბელორუსში 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევების და უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ ქვეყნის მხარდაჭერის საპასუხოდ ატარებს.

„ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დიალოგში ხართ ჩართული, ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ყველა სხვა ნაბიჯი მოჰყვება - ეს შეეხება როგორც ბელარუსის ადგილს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე სხვადასხვა შეთანხმებების მომავალს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მინსკი ასევე ცდილობს ევროპული სანქციების მოხსნას, რაც „მათთვის ძალიან მტკივნეულია ეკონომიკურად და ფინანსურად“.

„სწორედ ამიტომ აირჩიეს მათ ლიეტუვა სამიზნედ, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მხოლოდ ლიეტუვის საკითხი იყოს; ეს ევროკავშირის საკითხია“, - აღნიშნა ბადრისმა.

შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში ლიეტუვას ტერიტორიაზე ბელარუსიდან საჰაერო ბუშტების შეფრენის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები