ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინასთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ, ბიშკეკში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობა და უკრაინასთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ის მუდმივ კონტაქტზეა ლუკაშენკოსთან და რომ ბელარუსის პრეზიდენტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკრაინის კონფლიქტის დასრულებას ცდილობს.

„ვიცი, რომ ყოველთვის საქმის კურსში ხართ. ყოველთვის გაწუხებთ ეს და ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, ვინც ამ კონფლიქტის დასრულებას ცდილობს“, - მიმართა პუტინმა ლუკაშენკოს.

თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით, თუ მოსკოვი ამას მოისურვებს.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოთხოვნებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ყველაფერი კარგად იქნება.

„ვიმედოვნებ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ამერიკელები ფრთხილად იმოქმედებენ, მიხვდებიან, რომ ეს რთული საკითხია და რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის