ემანუელ მაკრონი - საფრანგეთში ახალი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური 2026 წლიდან ამოქმედდება

საფრანგეთში ახალი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური 2026 წლიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა.

ემანუელ მაკრონის ცნობით, ახალ პროგრამაში მონაწილეობის მიღებას 18-19 წლის ახალგაზრდები მომავალი წლის ზაფხულიდან შეძლებენ.

მოხალისე ახალგაზრდები ერთთვიან წვრთნებს გაივლიან, ხოლო მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში საფრანგეთის ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების დავალებებში მიიღებენ მონაწილეობას.

„მაშინ, როდესაც ჩვენი ევროპელი მოკავშირეები წინსვლას აგრძელებენ საფრთხის წინაშე, რომელიც ყველას გვეხება, საფრანგეთი უმოქმედოდ ვერ დარჩება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ სურს, 2026 წლის ზაფხულში დაგეგმილ წვრთნებში 3000-მა ახალგაზრდამ მიიღოს მონაწილეობა. გეგმის მიხედვით, მოხალისეების რიცხვი 2030 წლისთვის 10 000-მდე, ხოლო 2035 წლისთვის კი 50 000-მდე უნდა გაიზარდოს.

ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის დაფინანსებისთვის საფრანგეთის ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ევრო გამოიყოფა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი