ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მადლიერების დღეს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მადლიერების დღეს ულოცავს.

„ბედნიერ მადლიერების დღეს ვუსურვებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, პირველ ლედის მელანია ტრამპს და ამერიკელ ხალხს. ვაფასებთ ყველა იმ მხარდაჭერას, რომელმაც უკრაინაში უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახადა და ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში ყოველდღე გვეხმარება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ღირსეული მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება“ უკრაინისა და აშშ-ის საერთო მიღწევა იქნება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები კონსტრუქციულია და მოუთმენლად ველით შემდგომ პოზიტიურ დიპლომატიურ განვითარებას, რათა რუსეთის ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ საბოლოოდ დასრულდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო