27 ნოემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ერთი თვის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდება

27 ნოემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვის რეჟიმი 27 ნოემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება და ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზაზე (ბათუმის შემოვლითი გზა) ჩატარდება გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების მონტაჟის სამუშაოები.

სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის კმ 92–კმ 105 მონაკვეთზე (ბათუმის შემოვლითი გზა) 2025 წლის 27 ნოემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ღამის საათებში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ–კვირას 02:00 საათიდან 07:00 საათამდე.

შეზღუდვის ზემოაღნიშნული რეჟიმი ამოქმედდება 27 ნოემბრის ღამის 00:00 საათიდან და იმოქმედებს ერთი თვის განმავლობაში.

რეჟიმის მოქმედების პერიოდში ფოთი-სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, ქალაქ ბათუმის გავლით და დაუკავშირდება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ში. ხოლო, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი