ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან და უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან და უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ზელენსკის თქმით, უკრაინული დელეგაცია იქნება კარგად მომზადებული.

“ჩვენი გუნდი ამერიკელ წარმომადგენლებთან ერთად უკვე ამ კვირას - კვირის ბოლოს - გააგრძელებს პუნქტების დაახლოებას, რომლებიც ჟენევის [შეხვედრების] შედეგად გვაქვს, ისეთი ფორმისკენ, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებისკენ გზაზე გაგვიყვანს. იქნება დელეგაციების შეხვედრა. უკრაინული დელეგაცია კარგად მომზადებული და საგნობრივი სამუშაოსთვის განწყობილი იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო