დონალდ ტრამპი - სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია იმუშავებს „მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან“ მიგრაციის სამუდამოდ შეჩერებაზე.

ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე ასევე განაცხადა, რომ ის შეაჩერებს ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას „არამოქალაქეებისთვის“, მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს, მოქალაქეობას ჩამოართმევს და ასევე განახორციელებს ნებისმიერი უცხოელი მოქალაქის დეპორტაციას, თუ ის წარმოადგენს „საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“.

„სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან, რათა აშშ-ის სისტემამ სრულად აღდგეს, შევაჩერებ ბაიდენის მილიონობით უკანონო დაშვების დოკუმენტს, მათ შორის „მძინარე ჯო ბაიდენის ავტოკალმის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს და გავაძევებ ყველას, ვინც არ წარმოადგენს შეერთებული შტატების წმინდა აქტივს ან არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის სიყვარული, შევაჩერებ ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეებისთვის, ჩამოვართმევ მოქალაქეობას მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს და მოვახდენ დეპორტაციას ნებისმიერ უცხოელი მოქალაქისა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“, - აღნიშნა ტრამპმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი