ვლადიმერ პუტინი - თუ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებების დროს საქმე ბუდაპეშტის გამოყენებამდე მივა, ძალიან მოხარული ვიქნები

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები ბუდაპეშტში სამიტამდე მივიდეს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თუ მოლაპარაკებების დროს საქმე [მოლაპარაკებების ადგილად] ბუდაპეშტის გამოყენებამდე მივა, ძალიან მოხარული ვიქნები“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების ადგილად ბუდაპეშტი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაასახელა.

„ეს დონალდის წინადადება იყო. მან მაშინვე თქვა: „ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უნგრეთთან, თქვენ და ვიქტორს კარგი ურთიერთობები გაქვთ და ასევე მეც, ამიტომ ამ ვარიანტს გთავაზობთ“. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდებით“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა და ვიქტორ ორბანმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერგეი ლავროვი და პიტერ სიიარტო, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უნგრეთის ლიდერები შეხვედრის შემდეგ პრესასთან საუბარს არ გეგმავენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო