მარკო მიხელსონი - პუტინი აცხადებს, რომ მას ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს - რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა? -რას იტყვით იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში 2014 წლიდან ხდება?

ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, ევროპაზე თავდასხმა არ იგეგმება და ამ კონტექსტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და უკრაინასთან მის კონფლიქტებს იხსენებს.

„პუტინი აცხადებს, რომ მას ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა? რას იტყვით იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში 2014 წლიდან ხდება? ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსეთი 19 სხვადასხვა ქვეყანას დაესხა თავს“, - წერს მიხელსონი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026