ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მინდა, რომ არავის არავითარი კითხვები არ ჰქონდეს უკრაინასთან. ამიტომ დღეს შიდა გადაწყვეტილებებია. პირველი - მოხდება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის გადატვირთვა. ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა პარასკევს დილით ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ერმაკის თქმით, ის სრულად თანამშრომლობს გამომძიებლებთან.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო