ვოლოდიმირ ზელენსკი - დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რუსეთი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს

დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რუსეთი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს.

„კიევსა და სხვა რეგიონებში სამაშველო სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. რუსებმა დაახლოებით 36 რაკეტა და 600 დრონი გაუშვეს. თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს რუსეთს ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„უნდა ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვისთვის საკმარისი რაოდენობის რაკეტები გვქონდეს და რუსეთზე ზეწოლა შენარჩუნდეს. ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯები ყველა ჩვენს პარტნიორთან აუცილებლად უნდა განვიხილოთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო