ვოლოდიმირ ზელენსკი - სრულიად რეალურია უახლოეს დღეებში ნაბიჯების ბოლომდე შემუშავება, რათა განვსაზღვროთ, როგორ დავასრულოთ ომი ღირსეულად

სრულიად რეალურია უახლოეს დღეებში ნაბიჯების ბოლომდე შემუშავება, რათა განვსაზღვროთ, ღირსეულად როგორ დავასრულოთ ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

,,დღეს საღამოს - ამერიკული დროით - უკრაინული დელეგაცია უკვე უნდა იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, და ჟენევიდან პუნქტების საფუძველზე გაგრძელდება დიალოგი. დიპლომატია აქტიურად რჩება. ამერიკული მხარე კონსტრუქტიულობას იჩენს, და სრულიად რეალურია უახლოეს დღეებში ნაბიჯების ბოლომდე შემუშავება, რათა განვსაზღვროთ, ღირსეულად როგორ დავასრულოთ ომი. უკრაინულ დელეგაციას საჭირო დირექტივები გააჩნია, და მათგან მკაფიო უკრაინულ პრიორიტებებთან შესაბამის მუშაობას მოველი,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო