დონალდ ტრამპი - არსებობს კარგი შანსი, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიოთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა, უკრაინაში კორუფცია ხელშემწყობი არ არის.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების მკვლელობა თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ესაუბრა.

„ვესაუბრე მათ და კარგად მუშაობენ. უკრაინას რთული პრობლემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

„რთულ პრობლემებთან“ დაკავშირებით განმარტებების გაკეთებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მიმდინარე კორუფციასთან დაკავშირებული სიტუაცია, ხელშემწყობი არ არის“.

„ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - დასძინა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს