ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, ყველა საკითხი განიხილებოდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაზე მკაფიო ფოკუსირებით

მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებს ჰქონდეს კონსტრუქციული დინამიკა და ყველა საკითხი განიხილებოდეს ღიად და უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაზე მკაფიო ფოკუსირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში აშშ-სა და უკრაინის გუნდების მუშაობის შემდეგ, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა, დიალოგის ძირითადი პარამეტრების, მისი აქცენტებისა და ზოგიერთი წინასწარი შედეგის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ტრამპის გუნდის და პირადად პრეზიდენტის იმ დროისთვის, რომელიც ასე ინტენსიურად იხარჯება ომის დასრულების ნაბიჯების განსაზღვრაზე. გავაგრძელებთ მუშაობას. მოუთმენლად ველი ჩვენი გუნდისგან სრულ ანგარიშს პირადი შეხვედრის დროს“, - წერს ზელენსკი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო