ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილის საქმეზე - მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა, თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც

ამ ქმედებით, რომლის მიმართაც ჩვენ თანაზიარობა არ გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა, თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სასოწარკვეთამდე მოქალაქეების მიყვანა მხოლოდ ივანიშვილის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს“.

ალეკო ელისაშვილი არის პატრიოტი მოქალაქე, ეს კი სასამართლოში მისი გამოსვლითაც დადასტურდა, როცა მან პარტიას ბოდიში მოუხადა, რომელიც დარტყმის ქვეშ დააყენა.

ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია - ჩვენ პროტესტის ამ ფორმას არ ვიზიარებთ. მაგრამ ივანიშვილის მართებს დაფიქრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასოწარკვეთილი მოქალაქე, რომელსაც წლების განმავლობაში ჩაგრავს და სიმართლისა და სამართლის პოვნის საშუალებას, არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ აძლევს, მისთვის უფრო საშიშია. სასოწარკვეთამდე მოქალაქეების მიყვანა მხოლოდ ივანიშვილის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.

ამ ქმედებით, რომლის მიმართაც ჩვენ თანაზიარობა არ გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა, თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც. ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ პროტესტს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ხასიათი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს