უკრაინა და ნიდერლანდები დრონების ერთობლივად წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინამ და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების ერთობლივად წარმოების შესახებ, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შეთანხმებას ხელი ნიდერლანდებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, რუბენ ბრეკელმანსმა და დენის შმიგალმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში მოაწერეს.

„ახალი ეტაპი: უკრაინა და ნიდერლანდები ორივე ქვეყანაში დრონებს ერთობლივად აწარმოებენ. ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთად, ხელს ვაწერ ერთობლივი წარმოების შეთანხმებას („Build With Ukraine“). ეს აძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას, მდგრადობას და ინოვაციას“, - განაცხადა ბრეკელმანსმა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დამატებით 250 მილიონ ევროს გამოყოფს PURL ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შეძენას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები