კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე - შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისადმი - არ მიიღონ წარმოებაში სარჩელი მისი და კიდევ ორი სხვა პარტიის გაუქმების შესახებ, შეიძლება განიხილოს როგორც ზეწოლა სასამართლოზე.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, სარჩელი, რომელიც არის წარმოდგენილი, დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე. როდესაც შენ წარმოადგენ ორგანიზაციას, რომელიც იმართება გარედან, რომელიც დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, მიმართულს ქვეყნის წინააღმდეგ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ამ ტიპის ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს არაფერი ესაქმებათ ქვეყანაში და არც უფლება უნდა ჰქონდეთ ამ ტიპის საქმიანობის გაწევის. როდესაც ხარ აგენტი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ძალიან მძიმეა. ეს განცხადებები შეიძლება განვიხილოთ პირდაპირი ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო ყოველთვის დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან იმ კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც წარმოდგენილია, ეს ყველაფერი გადამოწმდება და შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა