ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპელ მეგობრებთან მთავარი პრიორიტეტების შესახებ პროდუქტიული საუბარი გვქონდა - მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების გარანტების შემუშავებისას პროგრესს მივაღწიოთ

ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას ფლორიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შინაარსი განვიხილეთ, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდებისა და ფინეთის ლიდერებს, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს და ნატო-ს გენერალურ მდივანს ესაუბრა.

„ჩვენს ევროპელ მეგობრებთან მთავარი პრიორიტეტების შესახებ პროდუქტიული საუბარი გვქონდა. ფორმატი ნამდვილად გამოსადეგია - ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთად - და ეს ევროპას ჩვენი საერთო ინტერესების დაცვაში ეხმარება. ევროპაში შეხვედრებს ვამზადებთ. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების გარანტების შემუშავებისას პროგრესს მივაღწიოთ, როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისთვის. ჩვენ კოორდინაციას გავაგრძელებთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო