ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველი ლედისთან , ოლენა ზელენსასთან ერთად, დუბლინში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მარტინის განცხადებით, ის ზელენსკის აეროპორტში შეხვდა და გამოხატა ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, რომლებიც საკუთარ თავისუფლებასა და დემოკრატიას იცავენ.

გავრცელებული ინფორაციით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, დღეს ზელენსკის ფლორიდაში ამერიკულ დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალურ ანგარიშს წარუდგენს.

უმეროვმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია სრულ ანგარიშს ამზადებდა და მალე მას პრეზიდენტს პირადად წარუდგენდა ევროპაში შეხვედრის დროს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო