Reuters - ბულგარეთში, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა

ბულგარეთში, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასა და სხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

სოფიაში დემონსტრანტების ნაწილი სამართალდამცველებს მაშინ დაუპირისპირდა, როდესაც პოლიციამ მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების ოფისებთან მისასვლელი გზები გადაკეტა.

გამოცემა წერს, რომ ბიუჯეტის პროექტი ევროშია შემუშავებული, რადგან ბულგარეთი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ევროზონის ერთიან ვალუტას შეუერთდება.

ოპოზიციური პარტიებისა და აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მთავრობის გეგმა მაღალი ხარჯვის დაფინანსების მიზნით გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.

საპროტესტო აქციის ფონზე ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს გამართული მსგავსი საპროტესტო აქციის შემდეგ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვმა პირობა დადო, რომ ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციურ პარტიებთან, პროფკავშირებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ ხელახლა წარადგენდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო