მარტა კოსი - ევროკავშირი მზადაა, სომხეთს ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად 12 მილიონი ევრო გამოუყოს

ევროკავშირი აპირებს დაეხმაროს სომხეთს 2026 წლის ზაფხულში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პოტენციური ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მხარდაჭერა გააძლიერებს სომხეთის შესაბამისი ინსტიტუტების შესაძლებლობებს ჰიბრიდული საფრთხეების პროგნოზირებისა და მათზე რეაგირებისთვის.

მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ 12 მილიონი ევრო არა მხოლოდ სომხეთის მთავრობისთვის გამოიყოფა, არამედ მის გამოყენებას ასევე შეძლებენ სამოქალაქო საზოგადოება და მედია, რომელთა როლიც გადამწყვეტია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ეფექტურ ბრძოლაში.

მარტა კოსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მიღებულ კანონს იმედისმომცემად მიიჩნევს, რადგან ის სომეხი ხალხის ნებას გამოხატავს.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ძალიან იმედისმომცემად მივიჩნევთ, მათ შორის იმიტომ, რომ ის გამოხატავს სომეხი ხალხის ნებას. პროცესის დასაწყებად, სომხეთმა უნდა შეიტანოს განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, რაც ჯერ არ მომხდარა და, რა თქმა უნდა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აუნთონ მწვანე შუქი. ვნახოთ, რა მოხდება. მაშინაც კი, თუ ეს არ მოხდება, ყველაფერს, რასაც ახლა ვაკეთებთ, შეუძლია წვლილი შეიტანოს ევროპის მომავალში და როდესაც ევროპის მომავალზე ვსაუბრობ, მხოლოდ წევრობაზე არ ვსაუბრობ“, - აღნიშნა კოსმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის