მარკო მიხელსონი - რუსეთი ახალ შეტევით ოპერაციებს ამზადებს - აგრესორს სიტყვები ვერ შეაჩერებს

სანამ დასავლეთს უკრაინაში მშვიდობის დამყარების იმედი აქვს, რუსეთი ახალ შეტევით ოპერაციებს ამზადებს, - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზონის შექმნის გეგმასთან დაკავშირებით.

„აგრესორს სიტყვები ვერ შეაჩერებს. მხოლოდ უდავო ძალას შეუძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება“, - წერს მიხელსონი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხედროებს უკრაინასთან საზღვარზე „ჩრდილოეთის“ ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა უბრძანა. ეს, სავარაუდოდ, ხარკოვის, სუმის და ჩერნიგოვის ოლქებში ფრონტის ხაზის გაფართოებას გულისხმობს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი