ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში. ტერორისტული აქტია, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, დაკვეთა იყო, როგორც ალეკო ელისაშვილის, ასევე, BBC-ის მიმართ.
“არც განსხვავება არ არის. მაგალითად, გრიგორიადისთან დაკავშირებით ხომ? ხომ ხედავთ, როგორი გმირი შექმნეს გრიგორიადისით, რომელმაც პირდაპირ, ყველას თვალწინ სცადა პოლიციელის დაწვა, მოლოტოვის კოქტეილებით. ხომ ნახეთ, როგორ გმირად წარმოაჩინეს, დღეს ვის ახსოვს გრიგორიადისი, მაშინ იყო საჭიროება, რომ ეს ადამიანი გაეჩერებინათ. ასე იქნება მზია ამაღლობელზე, ასე იქნება ალეკო ელისაშვილზე. ვერ გადაწყვიტეს ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით რა გააკეთონ შეფასება, მაგრამ მისი ქმედება.... ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მაშინ, როდესაც პარლამენტი მოიქცა მიზანმიმართულად, ეს არ იყო აფექტით გამოწვეული ქმედება, სწორედ ასეთი ადამიანები არიან საჭირო იმ ძალების მხრიდან, რომელმაც ჩაიფიქრა საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი დავარქვათ ამას. გაიხსენეთ ევროკომისრის, ვარჰეის საუბარი ბატონ კობახიძესთან. გახსოვთ? - მანაც მიუთითა ფიცოს თემა. ფიცო სიკვდილს რომ გადაურჩა. [თავდამსხმელი] სწორედ ამდაგვარი პერსონაჟი იყო, როგორც ალეკო ელისაშვილი, არ არის გამორიცხული ეს იყოს მოტივაცია - მისი ქმედება. ამასაც აქვს მნიშვნელობა, იძლევა ეს იმ ეჭვის საფუძველს, გადამდები გახადოს... ვერაფრით უზრუნველყვეს ვერც პროტესტი, დადიან და ითვლიან დღეებს - არა საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ გარეთ, ვინც ავალებს ამ ყველაფერს, მათთვის ხდება ეს ყველაფერი, რომ აქ პროტესტი ცოცხლობს. მათ აძლევენ ამ დაკვეთას, ეს დაკვეთა იყო დარწმუნებული ვარ, ელისაშვილის მიმართ, ეს დაკვეთა იყო BBC-ის თემაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, რაც ხდება, ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში და საქართველოს ხელისუფლების „გაშავებას“ ემსახურება.
ამასთან, ყაველაშვილი ამბობს, რომ ვერცერთი „დაკვეთილი ღონისძიება“ ვერ დამტკიცდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყველასთან იყო მართალი.
„ჩვენ ახლა ვესაუბრებით საზოგადოებას. საზოგადოება ნამდვილად მომზადებულია. მე მინდა ვუთხრა ამათ დამკვეთებს, რომ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება აქვთ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, რომ მსგავს რაღაცას გადაყლაპავენ.
აი, „ფარას“ კანონი რატომ იყო საჭირო. იქ იყო დაფინანსებული ექსპერტები, რომლებიც ყალბ დასკვნებს დებდნენ სააკაშვილთან მიმართებაში, რომ დემენცია სჭირს, კვდება და უშველეთ. ეს ტელევიზიები და მთელი რადიკალური ფრთა ერთად ჩამწკრივებულები, როგორ მოუწოდებდნენ, როგორ ამუნათებდნენ, რას არ კადრულობდნენ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ჩვენს საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყოს მშვიდად, იყოს ინფორმირებული, კარგად გააანალიზოს, პროცესები როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ქართული სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი, რომ მსგავს გამოწვევებს გაუძლოს.
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყველაფერი იყოს გამოძიებული სრულყოფილად, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ სრულყოფილი პასუხი ამ მსგავს ქმედებებთან დამოკიდებულებაში.
ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთმანეთთან იმ თვალსაზრისით, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების „გაშავება“. ამას ემსახურება ეს ყველაფერი და მიმართეს ისეთ მეთოდებს, რომ ვერცერთმა მეთოდმა ვერ გაამართლა - რუსული ხელისუფლებაო და ფაქტი ვერ დადეს, გაყალბებული არჩევნებიო და ფაქტი ვერ დადეს. არ ვიცი, კიდევ რა მაგალითი მოვიყვანო.
ვერცერთი, მათი დაკვეთილი ღონისძიება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული, ვერ დამტკიცდა და საქართველოს ხელისუფლება ყველასთან იყო მართალი.
დღეს აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს ვერ ერევიან, არ აწყობთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე მდგარი და კარგად ართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს, აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი შემდგომი ეტაპი იმისთვის, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს ხელისუფლების გაშავება“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
ამასთან, მიხეილ ყაველაშვილს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, შს ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებაზე, რომ „ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი [BBC-ის ფილმში] ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია", ყაველაშვილის თქმით, "ვახტანგ გომელაურიც გასცემს პასუხს".
"ვახტანგ გომელაურიც გასცემს სრულყოფილად პასუხს.... გამოძიება დაწყებულია, თქვენც გაგეცემათ პასუხი", - მიმართა ყაველაშვილმა ჟურნალისტს.