ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ამერიკული დელეგაციისგან რუსეთში შეხვედრების შემდეგ სიგნალებს დაელოდება - ყველაფერი დღევანდელ საუბრებზეა დამოკიდებული

უკრაინა ამერიკული დელეგაციისგან სიგნალებს დაელოდება მათი რუსეთში შეხვედრების შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინა ამერიკული დელეგაციისგან სიგნალებს დაელოდება მათი რუსეთში შეხვედრების შემდეგ. შეერთებული შტატების დელეგაცია ჩვენთვის პირდაპირ აპირებს ინფორმაციის მოწოდებას ამ შეხვედრების შემდეგ. შემდგომი ნაბიჯები ამ სიგნალებზე იქნება დამოკიდებული.

ამა თუ ის სახეობის სიგნალებს მივიღებთ. თუ სიგნალები გარკვეულად იმუშავებენ - თუ ეს სამართლიანი იქნება ჩვენს პარტნიორებთან - მაშინ შეიძლება ძალიან მალე შევხვდეთ ამერიკულ დელეგაციას. რა დონეზე - ვნახავთ, დამოკიდებულია სიგნალებზე. თუ სიგნალები გლობალური, მაგრამ სწრაფი გადაწყვეტილებების შესაძლებლობასა და შანსს ხსნიან, მაშინ შეხვედრები უფრო მაღალ დონეზე გაიმართება.

მზად ვარ ყველანაირი სიგნალების მისაღებად და მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის. ყველაფერი დღევანდელ საუბრებზეა დამოკიდებული”, - წერს ზელენსკი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო