მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე - გარკვეული პროგრესი გვაქვს - რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილებები მხოლოდ პუტინმა უნდა მიიღოს, პუტინმა და არა მისმა მრჩევლებმა

ვცდილობთ ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ომის დასრულება ისე, რომ დაცული იყოს უკრაინის მომავალი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულვართ“, - აღნიშნა რუბიომ.

კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულია მშვიდობის პერსპექტივაში, რუბიომ უპასუხა :

„რთულია ამ საკითხზე დარწმუნების დონის განსაზღვრა, რადგან საბოლოო ჯამში, რუსეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მხოლოდ პუტინმა უნდა მიიღოს. პუტინმა და არა მისმა მრჩევლებმა. მხოლოდ პუტინს შეუძლია ამ ომის დასრულება რუსეთის მხრიდან“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდა. შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბარი ძალიან სასარგებლო, კონსტრუქციული და ინფორმაციული იყო, თუმცა, უკრაინის საკითხზე კომპრომისი ჯერ მიღწეული არ არის. ამასთან, მისი თქმით ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს, მაგრამ ისინი განხილვას საჭიროებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი