ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გამოყოფა ყველაზე ცუდი ვარიანტია

ბელგიის მთავრობა უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გაცემას ყველაზე ცუდ ვარიანტად მიიჩნევს, რადგან ის სარისკოა და აქამდე არასდროს განხორციელებულა, - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ განაცხადა.

„რეპარაციული სესხის სქემას თან ახლავს ეკონომიკური, ფინანსური და იურიდიული რისკები“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ბელგია იმედგაცრუებულია იმით, რომ მათ აზრს და შეშფოთებას არ მოუსმინეს.

„ტექსტი, რომელსაც კომისია დღეს წარადგენს, ჩვენს შეშფოთებას დამაკმაყოფილებლად არ პასუხობს. მიუღებელია ფულის გამოყენება და რისკების წინაშე ჩვენი მარტო დარჩენა“, - აღნიშნა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ბელგიას დასარწმუნებლად ძლიერი გარანტიები და წინადადებით წარმოშობილი ყველა რისკისგან დაზღვევა დასჭირდება.

„ნებისმიერი წევრი სახელმწიფო იგივეს მოითხოვდა“, - აღნიშნა მაქსიმ პრევომ.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს წარადგენს ევროკავშირის წინადადებას უკრაინისთვის ე.წ. „რეპარაციული სესხის“ გამოყოფის შესახებ, რომელიც რუსული გაყინული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა