ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აშშ-ში ახალ შეხვედრებს ამზადებს - რაც ახლა ხდება, საკმაოდ შედეგიანია - მხოლოდ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი ღირსეული მშვიდობა

უკრაინა აშშ-ში ახალ შეხვედრებს ამზადებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“შეერთებულ შტატებში შეხვედრებს ვამზადებთ. მოსკოვიდან ამერიკული გუნდის დაბრუნებისა და ვაშინგტონში შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ რუსტემ უმეროვი, ანდრეი გნატოვი და ყველა, ვინც საჭიროა მოლაპარაკებებისთვის, გააგრძელებენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან საუბარს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ამბები ასეთი შეხვედრების, კონტაქტებისა და მოლაპარაკებების შესახებ - “პირადი შეხვედრები ან სატელეფონო საუბრები, - არის მუდმივი კონტაქტი ყველა პარტნიორს შორის და პარტნიორებსა და უკრაინას შორის”.

“ყველაფერი, რაც ახლა ხდება, საკმაოდ შედეგიანია - ჟენევაში და ფლორიდაში შეხვედრებზე უკრაინა გაიგონეს და უკრაინას მოუსმინეს. და ეს მნიშვნელოვანია. გათვლა გვაქვს, რომ შემდგომშიც სწორედ ასე იქნება. მხოლოდ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი ღირსეული მშვიდობა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები