სოფო ხორგუანი ალექსანდრე დარახველიძეს - დღესაც არ ვიცი, რა ნივთიერება გამოიყენეთ, როცა აქციაზე მშვიდობიანად ვიდექი და თქვენ მეუბნებით, რომ მე რომ ვატარო გაზის ბალონი, რაღაც საფრთხის შემცვლელი შეიძლება იყოს და ნებართვა უნდა მჭირდებოდეს?

რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდე მე ამ უწყინარი გაზის ბალონის ტარებით ან ელექტროშოკით? ვიცით ქალებზე თავდასხმები, ეს რეალურად თავდაცვის შესაძლებლობაა ჩვენთვის. გამოდის, რომ თქვენგან ვარ მე დასაცავი. დღესაც არ ვიცი რა ნივთიერება გამოიყენეთ, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფო ხორგუანმა, შს მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, რომელიც თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აცნობს.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რატომ შეიძლება მოქალაქეს გაზის აეროზოლური მოწყობილობის ტარებისთვის ნებართვა დასჭირდეს.

„გასაგები იყო, რომ აკუსტიკური იარაღისთვის შეიძლებოდა დამჭირვებოდა ნებართვა, მაგრამ გაზის უწყინარი ბალონის ტარებისთვის თანხმობა რატომ მჭირდება ეს ახლაც გაუგებარია ჩემთვის. მართლა წარმოუდგენელია, აბსოლუტურად უწყინარი გაზის ბალონზეა საუბარი. მე დღესაც არ ვიცი თქვენ რა გამოიყენეთ, რა ნივთიერება, როცა აქციის მშვიდობიანი მონაწილე ვიდექი. რაღაც გაურიეთ [წყალში] და შემდეგ ქიმიური კონიუნქტივიტი მქონდა, დღემდე პრობლემა მაქვს. ბევრს დაემართა. დღესაც არ მაქვს პასუხი რა ნივთიერება გაურიეთ წყალს. თქვენ მეუბნებით, რომ მე, რომ თან ვატარო გაზის ბალონი, ეს რაღაც საფრთხის შემცვლელი შეიძლება იყოს ვინმესთვის და განსაკუთრებული თანხმობა და ნებართვა უნდა მჭირდებოდეს? იგივე ელექტროშოკის მოწყობილობაზე? რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდე მე ამ უწყინარი გაზის ბალონის ტარებით ან ელექტროშოკით? იქნებ ის მითხრათ, რა ნივთიერებები გამოიყენეთ? მე დღესაც არ ვიცი რა ნივთიერება გამოიყენეთ თქვენ და ამას თურმე გამოძიება სჭირდება. როცა მარტივად შეგიძლიათ მითხრათ პასუხი. თუ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება გვინდა, თუ რეალურად ყველა მოქალაქის თანასწორი უსაფრთხოება გვინდა... ვიცით ქალებზე თავდასხმები, ეს რეალურად თავდაცვის შესაძლებლობაა ჩვენთვის. გამოდის, რომ თქვენგან ვარ მე დასაცავი. დღეს პრაქტიკულად თქვენგან დასაცავი ვხვდები“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.

ხორგუანის განცხადებას კომიტეტის სხდომაზევე უპასუხა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

„ჩვენ მხოლოდ თავდაცვაზე ვერ ვიფიქრებთ, ის შეიძლება იყოს ძალიან აგრესიულად გამოყენებული სხვადასხვა პიროვნების მიერ. რაც შეეხება აქციაზე ნივთიერების გამოყენებას, თუ რა იქნა გამოყენებული, ის რასაც BBC ავითარებს თავის ე.წ. ფილმში, მგონი პირველი მსოფლიო ომის დროსაც არ ყოფილა გამოყენებული. ამიტომ ეს თავიდან ბოლომდე „ფეიკია“,- განაცხადა ტაბატაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა