ხატია დეკანოიძე - დარბევის დროს იმ ნივთიერებების წყალში შერევა, რომლის შტრიხ-კოდებიც არის ნახსენები, საერთოდ არ შეიძლება - მე რომ ვიყო შსს-ს წარმომადგენელი, გამოვაქვეყნებდი დოკუმენტაციას, მაგრამ მთავარი პოლიტიკური ნებაა, რაც ომის რეჟიმს არ გააჩნია

ადამიანების დარბევის დროს, იმ ნივთიერებების წყალში შერევა, რომლის შტრიხ-კოდებიც არის ნახსენები, საერთოდ არ შეიძლება. მე, როგორც პოლიციაში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანს, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი რამ არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ როდესაც წყლის ჭავლი მოდის, ადამიანებს ყველგან ეხება. ამ დროს წვის, რესპირატორული დაავადებებისა და შეხუთვის ძალიან მაღალი ალბათობაა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, თუ პოლიცია ადამიანების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებას განზრახ იყენებს, ეს უფლებამოსილების გადამეტებაა.

„პოლიციის მთავარი ფუნქცია არის პრევენცია. ასევე არის ის, რომ ადამიანების უფლებებზე იზრუნოს მაშინაც კი, როდესაც საზოგადოებრივ წესრიგს იცავს და მისი უშუალო მოვალეობაა, ადამიანის ჯანმრთელობა განზრახ არ დააზიანოს.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიციას განზრახ აქვს გადაწყვეტილი, ადამიანების წინააღმდეგ ისეთი სპეციალური საშუალება გამოიყენოს, რომელმაც შეიძლება მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, ეს უკვე არის უფლებამოსილების გადამეტება.

მე გეტყვით მარტივად, თუ რა უნდა გაკეთდეს - მე რომ ვიყო ნორმალური ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და არსებობდეს რაღაც კითხვები, გამოვაქვეყნებდი დოკუმენტაციას, გამოვიტანდი გამოყენებული საშუალებების ჩამონათვალს, ის პოლიციელები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, გამოძიებაზე მივიდოდნენ... ვიღაცამ ხომ დაავალა მათ, რომ წამოეღოთ ეს ქიმიური ნივთიერებები და წყალში გაერიათ?! მაგრამ აქ მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც არ გააჩნია ომის რეჟიმს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებთან არის ომში შესული“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო