Axios - ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ტერიტორიისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა რუსეთისგან და უკრაინისგან მოსაზრებები შეაგროვეს და ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკიზე მოახდინეს ზეწოლა, წასულიყვნენ დათმობებზე, რომლებიც შეთანხმების მისაღწევად არის საჭირო, - ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შაბათს ორსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ტერიტორიისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილეს.

წყაროების ცნობით, ზელენსკი შეხვედრაზე ჩაერთო. აშშ-ს კუშნერი და უიტკოფი წარმოადგენდნენ, უკრაინას კი - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანდრეი გნატოვი.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ტერიტორიის საკითხის განხილვა რთულად წარიმართა. რუსეთი კვლავ მოითხოვს უკრაინისგან დონბასის იმ ნაწილებიდან გავიდეს, რომელსაც კიევი აკონტროლებს, თუმცა აშშ ცდილობს ახალი იდეების შემუშავებას ამ საკითხის გადასალახად.

კიდევ ერთი მთავარი საკითხი იყო აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და შეთანხმებას მიუახლოვდნენ, თუმცა მეტი მუშაობაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორივე მხარემ უსაფრთხოების გარანტიის პროექტი ერთნაირად განმარტოს.

„ძირითადი რთული საკითხები ეხება ტერიტორიულ საკითხებს და უსაფრთხოების გარანტიებს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებული გადაწყვეტილებები იყოს რეალისტური, სამართლიანი და მდგრადი“, - განუცხადა Axios-ს უკრაინის ელჩმა ვაშინგტონში, ოლგა სტეფანიშინამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა