ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 600-ზე მეტი დრონი, 1 200-მდე  საავიაციო ბომბი და 70-მდე რაკეტა გამოიყენეს

რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-ზე მეტი დრონი, 1 200-მდე კონტროლირებადი საავიაციო ბომბი და 70 -მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ნორმალური ცხოვრების უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურაა. იყო დარტყმა დღესაც: 240-ზე მეტი დრონი და ხუთი ბალისტიკური რაკეტა, დაზიანებაა შვიდ რაიონში. სამწუხაროდ, სლავიანსკსა და ჩერნიგოვის რეგიონებში მსხვერპლია. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს ამ დარტყმების საპასუხოდ.

„პრიორიტეტი ნათელია: მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა, მეტი მხარდაჭერა ჩვენი დამცველებისთვის. ყველა შეთანხმება უფრო სწრაფად უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო