იური უშაკოვი - აშშ იფიცება, რომ რუსეთთან შეთანხმება მტკიცე იქნება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მტკიცე შეთანხმებას ჰპირდება.

„ამერიკელები (დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები) იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ის მტკიცე იქნება“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი მტკიცებით, მოსკოვი და ვაშინგტონი გრძელვადიანი მოგვარების კონტექსტში მუშაობენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარი არ არის.

„მხარეები ცდილობენ, მოლაპარაკება მოახდინონ რთულ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს მომავალი შეთანხმების ფორმასა და ბედს. უკრაინასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი აშშ-სგან თავის დოკუმენტებში რადიკალური ცვლილებების შეტანას მოითხოვს“, - აღნიშნა უშაკოვმა.

პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, რუსული არმიის ფრონტის ხაზზე წინსვლამ კრემლში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო შექმნა. შეხვედრის შედეგებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ რუსეთმა და აშშ-მ ერთმანეთის პოზიციები უკეთ გაიგეს. პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა არ განხილულა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა