ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში კირ სტარმერს, ემანუელ მაკრონსა და ფრიდრიხ მერცს შეხვდება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი მოლაპარაკებებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად დაესწრება.

დაუნინგ სთრითმა დაადასტურა, რომ შეხვედრა ორშაბათს გაიმართება და განაცხადა, რომ ლიდერები „ყურადღებას გაამახვილებენ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და შემდეგ ნაბიჯებზე“.

შეგახსენებთ, 4, 5 და 6 დეკემბერს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა და გენერალური შტაბის უფროსმა ანდრეი გნატოვმა მაიამიში შეხვედრები გამართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. 6 დეკემბერს ზელენსკი უიტკოფს და კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო