ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო პროცესის შესახებ ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სატელეფონო საუბრის დროს სამშვიდობო პროცესის საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ მელონის პრესსამსახურმა და უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში განაცხადეს.

საუბრის დროს ჯორჯია მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის სოლიდარობა უკრაინის მიმართ ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმების ახალი ტალღის ფონზე და ზელენსკის აცნობა, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის მხარდასაჭერად მარაგი გაიგზავნება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუბრის დროს მათ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგები და მომავალი პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.

მელონიმ, თავის მხრივ, მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები