ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონის შემდეგ ბრიუსელში ჩავა

ლონდონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ვიზიტის დასრულების შემდეგ ის ბრიუსელში გაფრინდება.

ნიკიფოროვის განცხადებით, ლონდონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან მოკლე შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკი, კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი მედიასთან კომენტარებს გააკეთებენ. ამის შემდეგ ისინი ვიდეოზარის საშუალებით ევროკავშირის, ევროპული ქვეყნებისა და ნატო-ს ლიდერებს გაესაუბრებიან.

დღეს საღამოს ზელენსკის ბრიუსელში ელოდებიან, სადაც ის ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი