გია ვოლსკი - იცვლება სიტუაცია, იცვლება წარმოდგენები - BBC, რომელიც  სამართლიანი გვეგონა, თავისი თავის შერცხვენის გზაზე დგას - BBC სიმაღლიდან ჩამოაგდეს იმ ადამიანებმა, ვინც მას პოლიტიკური ზეგავლენებისთვის იყენებს

BBC თავის შერცხვენის გზაზე დგას - BBC თავისი სიმაღლიდან ჩამოაგდეს დაბლა იმ ადამიანებმა, ვინც მას იყენებენ პოლიტიკური ზეგავლენებისთვის და ჩრდილოვანი პროცესების განვითარებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, BBC-მ მოამზადა სიუჟეტი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, გამოსაძიებელი დარჩა, რამდენად იყო ეს პროცესი დაკავშირებული კონსპირაციასთან, რომელსაც შესაძლოა, მიზანი ჰქონოდა საქართველოს ავტორიტეტის დაზიანება.

„თუკი გადავხედავთ იმ ჩვენებებს, რომლის საფუძველზეც BBC-ის სიუჟეტი ხელოვნურად შეიქმნა, რასაკვირველია, კრიტიკას ვერ უძლებს, ვერც თუთიყუშის ბუმბულის ცვენა და ვერც ის, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა 2 კვირის განმავლობაში. გამოსაძიებელი დარჩა, რამდენად იყო ეს პროცესი დაკავშირებული კონსპირაციასთან, რომელსაც შესაძლოა, მიზანი ჰქონოდა საქართველოს ავტორიტეტის დაზიანება.

საოცრება ის არის, რომ BBC-სთან დავა მოიგო კეზერაშვილმა, დღეს კეზერაშვილის ტელევიზიისთვის BBC არის სიმართლის ბოლო ინსტანცია. იცვლება სიტუაცია, იცვლება წარმოდგენები. რასაკვირველია, BBC, რომელიც ჩვენ გვეგონა ყველაზე ავტორიტეტული და სამართლიანი, თავისი თავის შერცხვენის გზაზე დგას. ტრამპს გაუკეთეს ისეთი სიუჟეტი, სადაც აშკარა დამნაშავედ წარმოაჩინეს. თან სიუჟეტი ხელოვნურად შეუკრეს გარკვეული გამონათქვამების ფალსიფიცირების მეშვეობით. წარმოიდგინეთ, ვისთან გვაქვს საქმე. იმავეს აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. სამწუხაროა, მაგრამ BBC თავისი სიმაღლიდან ჩამოაგდეს დაბლა იმ ადამიანებმა, ვინც მას იყენებენ პოლიტიკური ზეგავლენებისთვის და ჩრდილოვანი პროცესების განვითარებისთვის,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

სუს-ის ინფორმაციით კი, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. მათივე ინფორმაციით, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - „კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა