ჩოხატაურში ფეხმძიმე გარდაიცვალა

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, ფეხმძიმე გარდაიცვალა. როგორც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც მუნიციპალიტეტში სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურების აღდგენას გულისხმობს.

მისივე თქმით, ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია, სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს.

„ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი.

ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები