პირველი საერთაშორისო კონგრესი „იშვიათ სიმსივნეებსა და პერსონალიზებულ მედიცინაში“

საქართველომ თოდუას კლინიკის ორგანიზებით იშვიათი სიმსივნეებისა და პერსონალიზებული მედიცინის მიმართულებით პირველ საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა . ღონისძიებას, ქართველ ონკოლოგებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებიდან მოწვეული ექსპერტები დაესწრნენ.

კონგრესზე სპეციალური მომხსენებლის სტატუსით წარსდგა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ღონისძიებამ მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნა ახალი კვლევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის.

ღონისძიება ონკოლოგიის სკოლის, თოდუას კლინიკისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის ასოციაციის ინიციატივით გაიმართა და სამი თემატური პანელის ფარგლებში 700-მდე ქართველი და უცხოელი სპეციალისტი გააერთიანა. უახლესი სამეცნიერო კვლევები ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციების წარმომადგენლებმა წარადგინეს როგორებიცაა: Imperial College London, Cambridge University Hospitals, Sorbonne University, Instituto Nazionale dei Tumori, და სხვა.

პროგრამა იშვიათი ონკოლოგიური პათოლოგიების განხილვის ფარგლებში უვეალური მელანომის, კაპოშის სარკომის, პირველადი დაუდგენელი გენეზის კიბოს, ნეიროენდოკრინული სიმსივნეების, მამაკაცის ძუძუს კიბოს და სხვა სამედიცინო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. მსჯელობა დაეთმო უახლესი მიღწევებს — იმუნოთერაპიის, უჯრედული თერაპიისა და კიბოს ვაქცინების მიმართულებით.

თოდუას კლინიკა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამეცნიერო ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს . მიზანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ონკოლოგიური მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაა. ღონისძიება მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყანაში ონკოლოგიური კვლევების პოტენციალს, ქმნის პლატფორმას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობისათვის, რაც ხელს უწყობს როგორც სამეცნიერო პროგრესს, ისე კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესებას.

გიორგი დიასამიძე

თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი

„ონკოლოგიის მიმართულების განვითარება ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის, როგორც სამედიცინო მენეჯერისთვის, რომელიც ყოველდღიურად ამ რთულ დაავადებასთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება, ცხოვრების მთავარ მისიად იქცა. ამ ბრძოლაში სრულად ვიყენებთ ჩვენი კლინიკის პროფესიულ პოტენციალსა და რესურსებს, რათა პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მკურნალობა, უახლესი ტექნოლოგიური მხარდაჭერა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომები მიიღონ.

იშვიათი სიმსივნეების მიმართულებით საერთაშორისო კონგრესი ჩვენი მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი გაგრძელებააპირველად ხდება , რომ საქართველო ერთ სივრცეში მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგიური ცენტრებიდან ჩამოსულ ისეთ პროფესიონალებს მასპინძლობს , რომელთა გამოცდილება და კლინიკური მიღწევები თანამედროვე ონკოლოგიის გლობალურ განვითარებას განსაზღვრავს.

მოხარული ვარ ,რომ მოგვეცა განსაკუთრებული შესაძლებლობა - საერთაშორისო კონფერენციის პირველი მომხსენებელი ყოფილიყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე.მისმა ჩართულობამ და გამოცდილებაამ ღონისძიებას ნამდვილად განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.

(R)

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა