„ევროპის უნივერსიტეტში მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია" ICETI 2025 გაიმართა

7 დეკემბერს „ევროპის უნივერსიტეტისა" და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია" ICETI 2025 გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის კონფერენციის თემა მომავალზე ორიენტირებული კურიკულუმი და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები იყო.

“კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" რექტორმა გოჩა თუთბერიძემ გახსნეს.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია შუხოშვილმა;

ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს საელჩოს განათლების პროგრამების კოორდინატორმა ლია გუბერიძემ;

საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA Office) ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ.

წლევანდელ კონფერენციას სამი მთავარი მომხსენებელი ჰყავდა, რომლებმაც ძირითადი თემის გარშემო საინტერესო და პრაქტიკული მიგნებები წარადგინეს:

პროფესორი, მაურიციო ტირა, ბრეშას უნივერსიტეტი, იტალია – „მდგრადი განვითარების შენარჩუნება: ევროპული უნივერსიტეტების როლი"

პროფესორი, დოქტორი მიჰაი ბოროში, სეგედის უნივერსიტეტი, ქირურგიული კვლევების ინსტიტუტი, უნგრეთი – "სიმულაციური უნარების სწავლება როგორც სამედიცინო განათლების მდგრადი განვითარების წინაპირობა"

პროფესორი, დოქტორი, ნიკოლოზ ფარჯანაძე, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო – „ალგორითმს მიღმა: უმაღლესი განათლების როგორც საზოგადოებრივი სიკეთის შენარჩუნება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში"

„ევროპის უნივერსიტეტში" გამართულ მე-5 საერთაშორისო კონფერენციას "ICETI 2025" განათლების სფეროს 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

მონაწილეები მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ სესიებში იყვნენ ჩართული და გაეცნენ 40-მდე მოხსენებას, რამაც ხელი შეუწყო განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზებას. დისკუსიები მოიცავდა სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებაზე მსჯელობას და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.

„ევროპის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საქართველოში ცოდნის საზოგადოების ფორმირებისა და სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სისტემატურად მართავს კონფერენციებს, რაც ხაზს უსვამს ორგანიზაციის კულტურას აქტიურად იყოს ჩართული უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა