ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპელ ლიდერებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთო პოზიცია შევაჯერეთ

ევროპელ ლიდერებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთო პოზიცია შევაჯერეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში, ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ის, რასაც დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, უკრაინასა და ევროპას შორის ერთობა, ასევე ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთობაა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე „ამერიკულ მხარესთან დიპლომატიური მუშაობა დეტალურად განიხილა“.

„უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის მნიშვნელობაზე საერთო პოზიცია შევაჯერეთ და შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. ასევე, ცალკე განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო