გიგი წერეთელი - თუ ყველაფერი გამოძიებულია, რა პრობლემაა საერთაშორისო გამოძიება - ეჭვები თუ იარსებებს და არ გაქარწყლდება, შესაძლოა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი გადადგან და დოკუმენტაცია შეისწავლონ

თუ ყველაფერი გამოძიებულია, რა პრობლემაა საერთაშორისო გამოძიება - ეჭვები თუ იარსებებს და ეს ეჭვები არ გაქარწყლდება შესაძლოა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი გადადგან და დოკუმენტაცია შეისწავლონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიგი წერეთელის თქმით, შესაძლოა ლეგალური ნივთიერების, არადოზირებულმა გამოყენებამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვიოს.

„როდესაც ასეთი რამ ხდება, ვისაც ვალდებულება აქვს, იმ უწყებამ ხალხს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს თუ რა ნივთიერება გამოიყენეს და რა დოზით. ასეთ დროს ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ჰაერის ტემპერატურასაც. ხელისუფლების ინტერესშიც უნდა შედიოდეს, თუ ყველაფერი გამოიძიეს, რომ ადამიანები დაამშვიდონ და დააწყნარონ. ადამიანებმა, რომლებმაც ხმამაღლა განაცხადეს - „ცუდად გავხდიო“ და ამ მიმართულებით აქცენტი გააკეთეს და მედიას კომენტარი მისცეს, ამ ადამიანებს გამოკითხვაზე იბარებენ. თუ ყველაფერი გამოძიებულია, რა პრობლემაა საერთაშორისო გამოძიება. თავისთავად ისიც სწორია, რომ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაც არსებობდეს, თუმცა პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა და გავლენა აქვს და იმ ოპოზიციას, რომელიც იქ არის, უმნიშვნელო გავლენა აქვს.

ეჭვები თუ იარსებებს და ეს ეჭვები არ გაქარწყლდება შესაძლოა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი გადადგან და დოკუმენტაცია შეისწავლონ. მარტო იმაზე საუბარი - გამოიყენეს თუ არა აკრძალული ნივთიერება, მხოლოდ ამაზე საუბარი არ არის. შეიძლება, რაღაც ნივთიერება მაღალი დოზით გამოიყენო და ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვიო. აქ ყველაფერი საბოლოოდ ჯანმრთელობამდე მიდის, რადგან ჯანმრთელობა არის ადამიანის უფლება“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე, გიგი წერეთელმა მისი აშშ-ში ვიზიტიც შეაფასა. მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.

„სამწუხაროდ, საქართველოს საკითხი არ არის იმგვარ პრიორიტეტებში, როგორც სხვა საკითხები. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას, რაც რუსეთს სურს, რომ არც აშშ-ში გვახსენებდნენ და არც ევროპაში იყოს დიდი ინტერესი. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები დასავლურ სამყაროში. ასევე, რაც შეეხება NATO-ს, ტრამპმა ის ქნა, რომ ევროპულ ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტი გააზრდევინა. დოქტრინის მიხედვით, პირველი ამერიკაა, თუმცა აშშ-ს კვლავ მიაჩნია, რომ ევროპა მისი მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ აშშ ბევრ საკითხში ყველაფერში ჩარევას არ აპირებს. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-სგან დისტანცირებული იქნება, ან აშშ დაივიწყებს დემოკრატიის პრინციპებს ან იმ ღირებულებებს რომელზეც დგას. ორმხრივ ურთიერთობებში ყველაფერი განხილული იქნება სხვადასხვა საკითხებით, მაგალითად: დემოკრატიის ხარისხით, ადამიანის უფლებებით, არჩევნების თავისუფლებით... მაგრამ იქ, სადაც პოლიტიკური პატიმრები არიან და თავისუფალი არჩევნები ვერ ტარდება, მაშინ ამერიკა საქართველოს პარტნიორი ვერ იქნება“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა