ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავა - თავიდან 28 პუნქტი იყო, ახლა კი არის 20 - პუნქტები, რომლებიც პროუკრაინული არ იყო, ამოღებულია

უკრაინა ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ფორმატში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ კანონით, უკრაინის კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის მიხედით ტერიტორიული დათმობების უფლება არ გვაქვს. ჩვენ ამის არც მორალური უფლება გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არაფრის დათმობა გვსურს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ომის დასრულება ნამდვილად სურს.

„დიახ, მას საკუთრი ხედვები აქვს. ჩვენ კი აქ ვცხოვრობთ, დეტალებს უფრო ღრმად აღვიქვამთ, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა. რაც შეეხება მოლაპარაკების ჯგუფს, ვხედავ როგორ ძალიან ცდილობს ჯარედი [კუშნერი]. ნამდვილად ვხედავ იმას, რომ მათ ომის დასრულება სურთ. ეს ამერიკელების მხრიდან თამაში ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, სამშვიდობო გეგმა 20 პუნქტამდე შემცირდა.

„თავიდან 28 პუნქტი იყო, ახლა კი 20 პუნქტია. პუნქტები, რომლებიც პროუკრაინული არ იყო, ამოღებულია. ამერიკელებს კომპრომისების პოვნა სურთ. რა თქმა უნდა, ტერიტორიებთან დაკავშირებით რთული საკითხები არსებობს. მათთან დაკავშირებით კომპრომისები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები