დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - ევროპამ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გააძლიეროს

ევროპამ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებს მომდევნო დღეების განმავლობაში მოლაპარაკებების გაგრძელება დაავალეს.

„ლიდერებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობას, რაც უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მაშინ, როდესაც დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, ევროპა უკრაინის გვერდით უნდა იდგეს და მის თავდაცვას მხარი უნდა დაუჭიროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერებმა „უკრაინის რეკონსტრუქციის მიზნით გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესიც განიხილეს“.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ახლა გადამწყვეტი მომენტია და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს და პუტინზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, რათა ეს ბარბაროსული ომი დასრულდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა