ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა მარკ რუტესთან, ანტონიო კოშტასთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „კარგი და პროდუქტიული“ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.

„კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ლიდერებს დიპლომატიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„დეტალურად განვიხილეთ ჩვენი მუშაობა ამერიკელ პარტნიორებთან მშვიდობის მიღწევის, უსაფრთხოების გარანტირებისა და ჩვენი მდგრადობის გაძლიერების ნაბიჯებთან დაკავშირებით. ასევე შევეხეთ PURL ინიციატივას და რეპარაციების სესხს. ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები შევათანხმეთ. კოორდინირებულად და კონსტრუქციულად ვმუშაობთ“, - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში 8 დეკემბერს, ლონდონიდან ჩავიდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო