იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ცენტრი დაფიქსირდა 50 კმ სიღრმეზე, აომორის რეგიონის სანაპიროდან დაახლოებით 80 კმ-ში. მიწისძვრამ ცუნამის საფრთხესთან დაკავშირებული გაფრთხილებების გაცემა გამოიწვია, რაც ამჟამად გაუქმებულია.

მიწისძვრის გამო, შეფერხდა სარკინიგზო მოძრაობა, ათასობით სახლი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა უფრო ძლიერი ბიძგი მოხდეს და საზოგადოებას მოუწოდეს, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში დარჩნენ.

Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის ბრძანება დაახლოებით 90 000 მოქალაქისთვის გაიცა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა