აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, მის წინამორბედ ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინას ფინანსურ დახმარებას არ უწევს.
„ჯო ბაიდენმა უკრაინელებს 350 მილიარდი დოლარი მისცა და მე არაფერს ვაძლევ მათ. მაგრამ თავიდან მე მათ „ჯაველინები“ მივეცი, ობამამ საბნები მისცა“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, არსებობს ერთი პრობლემა და ეს არის ის, რომ ომში ბევრი ადამიანი იღუპება.
„ბევრი ადამიანი იღუპება და მე მინდა, რომ ეს შეწყდეს. გასულ თვეში უკრაინაში 27 000 ჯარისკაცი დაიღუპა - ძირითადად უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები ნატო-ს ქვეყნებისთვის იარაღის „სრული ფასით“ მიყიდვას ახორციელებს და ნატო მას უკრაინას გადასცემს.
„ვფიქრობ, მათ შეეძლოთ სხვებისთვის გადაცემა, მაგრამ ისინი ძირითადად უკრაინას გადასცემენ. ისინი უკრაინასთან იარაღის, რაკეტების და ა.შ. გავრცელების პირობებზე მუშაობენ. მაგრამ ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ, ჩვენ ვხარჯავთ დროს ჰუმანიტარული მიზნებისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.