პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა - დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა.

დაკავებული მამაკაცი რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ო.კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც ახლობლები, თბილისში, გლდანში დაკარგულ 31 წლის ოლეგ კუპრინს ეძებდნენ.

„ოლეგ კუპრინი, 31 წლის. სიმაღლე — 180 სმ, რუსი თმა (ღია ყავისფერი), ცისფერი თვალები. გამხდარი აღნაგობა. ბოლოს კონტაქტზე გავიდა 7 დეკემბერს, 16:00 საათზე. თქვა, რომ მთელი დღე სახლში იქნებოდა, მაგრამ სახლში აღარ დაბრუნდა. ეცვა შავი პალტო და ყელსახვევიანი სვიტერი (როლინგი), ნაცრისფერი ჯინსები და პლატფორმიანი Converse-ის კედები. სახლში (გლდანის რაიონი) ღამით არ დაბრუნდა. არავის უნახავს, როგორ დატოვა ბინა. არც მეგობრებს და არც ნაცნობებს არ უნახავთ. პასპორტი ბინაში დარჩა. განცხადება პოლიციაში უკვე შეტანილია”,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა