მურთაზ ზოდელავა - გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ შეზღუდვა 2 თვით გაგრძელდა - კანონით, კარცერში ყოფნის ვადა 2 თვეა და ისიც, თუ რამეს არღვევ, მე არაფერი დამირღვევია ციხეში, ადამიანის სახე კარგად მიჭირავს

კანონმდებლობაში წერია, რომ კარცერში ყოფნის ვადა არის 2 თვე და ისიც იმიტომ ხარ კარცერში, თუ რამეს არღვევ და მე არაფერი დამირღვევია ციხეში. მე ადამიანის სახე კარგად მიჭირავს ,- ამის შესახებ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მურთაზ ზოდელავას თქმით, აკრძალული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია და თვლის, რომ ამგვარად, მისი უფლებები ირღვევა.

„ყველა მენატრებით. შეზღუდვა გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ, რაც გვქონდა, კიდევ 2 თვით გაგრძელდა. არის საკითხი, რომელიც ეხება ციხეს - კარცერში ვართ, ფაქტობრივად. კარცერში შეიძლება იყოს ადამიანი, თუ რამეს დააშავებს და ისიც მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში…. ღირსების დამცირებას არ აქვს ადგილი. კანონმდებლობაში წერია, რომ კარცერში ყოფნის ვადა არის 2 თვე და ისიც იმიტომ ხარ კარცერში, თუ რამეს არღვევ და მე არაფერი დამირღვია ციხეში. მე ადამიანის სახე კარგად მიჭირავს ციხეში. ეს საკითხი იციან ადვოკატებმა. კომუნიკაციის საკითხი შეზღუდული გვაქვს…. მეტს ხვალინდელ პროცესზე ვისაუბრებ.

74 წლისაა დედაჩემი და არ ვიცი, რა ვუთხრა, არ მინდა დავამძიმო ჩემი პოლიტიკური განცხადებებით. ტირის და ვერ ჩერდება“, - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა