შს სამინისტროს აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების ინიციატივის ფარგლებში, შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამაც შეიქმნას

შს სამინისტროს აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების ინიციატივის ფარგლებში, შესაძლოა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნება.

აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დადგა, სადაც პირველი მოსმენით, შს სამინისტროს აკადემიის უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნის საკითხი განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გაიზიარა უმრავლესობის დეპუტატების შეთავაზება, რომ აღნიშნულ საკითხთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის საკითხი განიხილონ.

როგორც ცნობილია, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ხდება და მისი სახელწოდება შეიცვლება - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიით.

როგორც დარახველიძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის ახალი პოლიციელების მოზიდვას, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას შეძლებენ.

„პროექტი პოლიციის სისტემაში ახალი საბაკალავრო პროგრამის შექმნას ითვალისწინებს. რაც მთავარია, სხვა არცერთ უნივერსიტეტს მსგავსი პროგრამა არ ექნება. გარდა ამისა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, სწავლის პერიოდში თითოეული სტუდენტი სრულად უზრუნველვყოთ ყველა გათვალისწინებული საჭიროებით - კვება, საცხოვრებელი, ფორმა, ტაქტიკური, ფიზიკური და საცეცხლე მომზადება. სწავლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მათი სისტემაში დასაქმების ვალდებულებას იღებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დღეს მოქმედი სპეციალური და პროფესიული გადამზადების პროგრამები დარჩება და ეს პოლიციის აკადემიის საქმიანობის მეორე მიმართულება იქნება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა