თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა

თბილისში, ორდღიანი ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა და მასში მონაწილეობა 55-მდე ქართული ბიზნესის წარმომადგენელმა და 3000-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო. ღონისძიება ,,გაყიდვების ასოციაციის’’ ორგანიზებით და თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა.

ბიზნესგამოფენის მიზანს მონაწილე კომპანიებისთვის შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენდა, საკუთარი პროდუქცია პოტენციური მომხმარებლებისთვის გაეცნოთ, შეხვედროდნენ სხვადასხვა სექტორის ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაეყარათ ერთობლივი თანამშრომლობისთვის.

ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა კონფერენცია, სადაც სპეციალურად მოწვეულმა, სხვადასხვა კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა, ასევე პანელური დისკუსიის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ბიზნესის თემატიკაზე საინტერესო ინფორმაცია და სიახლეები გაუზიარეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ღირებულების შექმნის და ხარისხის მართვის ასოცირებულმა პარტნიორმა, ია კალმახელიძემაც მიიღო.

სპეციალურად ბიზნესგამოფენისთვის, ადგილზე მოეწყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, კომპანიებმა მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშეს სპეციალური პრიზებიც.

ბიზნესგამოფენა თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართა და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

(R)

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს